შინაარსზე გადასვლა

ამიერკავკასიის პურის ბზუალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიერკავკასიის პურის ბზუალა (ლათ. Zabrus tenebrioides elongatus) — მარცვლეულის მწერი ბზუალა ხოჭოების ოჯახისა, ხოჭო შავია, 14-16 მმ სიგრძის, მატლი - ცილინდრული ფორმის, 20-25 მმ ამიერკავკასიის პურის ბზუალას ახასიათებს ერთწლიანი გენერაცია, იზამთრებს ნიადაგში. გავრცელებულია უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში. ჩვენში გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში. აზიანებს თავთავიან კულტურებს, იშვიათად — სიმინდსა და შვრიას. მატლი მცენარის ფოთლებით იკვებება, ხოჭო — ჭყინტი მარცვლით.

ბრძოლის ღონისძიებანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მავნებლის გავრცელების ადგილას ჰექსაქლორანის ფხვნილის მოფრქვევა ან ქლოროფოსის შესხურება, აგროტექნიკური და ორგანიზაციულ-სამეურნეო ღონისძიებების ჩატარება.